Shop Pay Installments-ის მიმოხილვა
Shop Pay Installments შესაბამისი კრიტერიუმების მქონე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეკვეთის საფასური მცირე ნაწილებად, დროთა განმავლობაში გადაიხადონ. ის ხელმისაწვდომია ავსტრალიაში, კანადაში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში. Shop Pay Installments მუშაობს Affirm-ის ბაზაზე, რომელიც უზრუნველყოფს მის მომსახურებას, და ის მხოლოდ ზოგიერთ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი. Shop Pay Installments-ის გამოყენება შეგიძლია შემდეგი ოდენობის შეკვეთებისთვის, შენი ლოკაციის მიხედვით:
- 50 AUD-სა და 2000 AUD-ს შორის ავსტრალიაში
- 35 CAD-სა და 30 000 CAD-ს შორის კანადაში
- 50 £-სა და 30 000 GBP-ს შორის გაერთიანებულ სამეფოში
- 35 USD-სა და 30 000 USD-ს შორის აშშ-ში
ამ გვერდზე
როგორ მუშაობს Shop Pay Installments
შეკვეთის გაფორმებისას Shop Pay Installments-ის არჩევის შემთხვევაში, შენ ავსებ სესხის განაცხადს Affirm-ის მეშვეობით. Affirm-მა შესაძლოა მოგთხოვოს დამატებითი ინფორმაცია შენი განაცხადის განსახილველად. დამტკიცების შემთხვევაში, Affirm შენს შესყიდვას რამდენიმე მცირე გადახდად დაყოფს.
ავსტრალიაში დამტკიცებული შესყიდვები იყოფა 4 უპროცენტო გადახდად, რომლებიც სრულდება ყოველ 2 კვირაში. სხვა ქვეყნებში, გადახდები სრულდება ყოველ 2 კვირაში ან ყოველთვიურად, იმის მიხედვით, თუ რომელი გეგმების არჩევაა შენთვის შესაძლებელი შეკვეთის გაფორმებისას.
შენი ლოკაციის, შესყიდვის თანხისა და ხელმისაწვდომი გეგმების მიხედვით, შეკვეთის გაფორმებისას შესაძლოა მოთხოვნილ იქნას წინასწარი შენატანი. შენ ასევე შეგიძლია სესხი ვადაზე ადრე, ყოველგვარი ჯარიმის გარეშე დაფარო. საპროცენტო სესხების შემთხვევაში, დარჩენილი ბალანსის ვადაზე ადრე დაფარვით შეგიძლია დაზოგო საპროცენტო გადასახადები.
Shop Pay Installments შემოთავაზებულია Affirm-თან პარტნიორობით, რომელიც ემსახურება შენს სესხს. Affirm-ისა და Shop Pay Installments-ის შესახებ მეტის გასაგებად გაეცანი შემდეგ გვერდებს Affirm-ის დახმარების ცენტრში, შენი ლოკაციის მიხედვით:
- Shop Pay Installments-ის შესახებ (ავსტრალია)
- Shop Pay Installments-ის შესახებ (კანადა)
- Shop Pay Installments-ის შესახებ (გაერთიანებული სამეფო)
- Shop Pay Installments-ის შესახებ (აშშ)
რას უნდა ელოდე Shop Pay Installments-ზე განაცხადის შევსების შემდეგ
Shop Pay Installments-ზე განაცხადის შევსების შემდეგ Affirm განიხილავს შენს განაცხადს. ელფოსტის მისამართზე, რომელსაც Shop Pay-სთვის იყენებ, მიიღებ ელფოსტას Affirm-ისგან (shoppay@shop.affirm.com), სადაც გაცნობებენ, დაგიმტკიცდა თუ არა განაცხადი. ეს წერილი შესაძლოა მოხვდეს სპამის ან „Junk“ საქაღალდეში, ამიტომ არ დაგავიწყდეს მათი შემოწმებაც.
თუ არ დაგიმტკიცდა, ელფოსტაში განმარტებული იქნება მიზეზი და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა შეიცავდეს შემდგომ ნაბიჯებსაც. გაითვალისწინე, რომ შემდეგი განაცხადის შევსებისას შესაძლოა დაგიმტკიცდეს, რადგან შენს შესაბამისობას Affirm შესყიდვის თითოეული ინდივიდუალური მცდელობისას ადგენს.
დამტკიცების შემთხვევაში, გადახდის გრაფიკი გამოჩნდება Shop აპში და თითოეული გადახდის წინ მიიღებ შეხსენებებს ელფოსტითა და SMS-ით (ასეთის არსებობისას). ასევე შეგიძლია ჩართო Push-შეტყობინებები Shop აპში. Shop Pay Installments-ის შეკვეთების ნახვა და მართვა შეგიძლია Shop აპში.
გადახდის გრაფიკის მორგება შეუძლებელია, თუმცა შეგიძლია გადახდები შეასრულო ვადაზე ადრე. ასევე შეგიძლია ხელით გადახდების შესრულება Shop აპში ან როცა შესული ხარ Shop-ში შენი ბრაუზერიდან.